სალაროს უფროსი ლაგოდეხში
ჯობ გეარი, სარეკლამო ორგანიზაციისთვის ეძებს სალაროს უფროსს ლაგოდეხში.
ძირითადი მოვალეობები:
-
სალაროს ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, კონტროლის განხორციელება, პრობლემური საკითხების მართვა - გადაწყვეტა;
-
სალარო ოპერაციების წარმოება;
-
სალაროს გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი;
-
საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ხელშეწყობა და სტიმულირება;
-
თვიური რეპორტინგი საოპერაციო პროდუქტების მიხედვით;
-
სერვის ცენტრის სალაროს ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
-
ლიმიტების დარღვევის შემთხვევებში მათი აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირება;
-
დღის ბოლოს სალაროს თანამშრომლების ნაშთების შემოწმება;
-
სისტემატურად სალაროსა და საცავში არსებული ნაშთების საკონტროლო გადათვლა;
-
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციის ორგანიზება და განხორციელება;
-
სალაროსა და საცავის გასაღებების, ბეჭდების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვა, მოძრაობის კონტროლი;
-
მეტობა/დანაკლისის აქტების გაფორმება, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;
-
სალაროს დღიური საბუთების შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვის დარგებში;
-
საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
-
აქედან მსგავს პოზიციაზე - მენეჯერული მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
-
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
დროის მართვის უნარი;
-
კომუნიკაბელური, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV მისამართზე info@jobgear.ge
Subject ველში მიუთითეთ დასახელება „სალაროს უფროსი“