მაღაზიის მენეჯერი თბილისში
„ემ ეს ჯგუფი“ წარმოადგენს სამზარეულოს წვრილი ტექნიკისა და აქსესუარების, ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების წამყვან იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია 2003 წლიდან ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას და მომსახურებას უწევს 500-ზე მეტ წამყვან საცალო ქსელს საქართველოში.
სამუშაოს განაკვეთი - სრული
სამუშაო ადგილი : თბილისი, ვარკეთილი , კალოუბნის ქუჩა.
ძირითადი მოვალეობები:
-
მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
-
მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
-
მაღაზიის პერსონალის მართვა;
-
მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
-
ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
-
სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
-
მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
-
გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
-
რენტაბელური შეკვეთის გაკეთება;
-
საწყობის მოწესრიგებულებაზე ზრუნვა;
-
დამტკიცებული პროცედურების/შინაგანაწესის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება;
-
ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
-
ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
-
გუნდის მართვის უნარი;
-
დეტალებზე ორიენტირება;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@ms-group.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.