მცხობელი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების საწარმოა, ოთხი ძირითადი მიმართულებით: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული.
მარშე აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 5 სამუშაო დღე; 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამეგამოშვებით;
ანაზღაურება: დღიური 70 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ცომის მოზელა;
** პურის ცხობა (საცხობ ღუმელთან მუშაობა);
** არსებული ნორმატივების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში მინ. 1 წელი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/Pt6JjRdjGg9P9gt7A ან გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: jobs@marshe.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "მცხობელი".