ფინანსური მენეჯერი თბილისში

,,ემ ეს ჯგუფი" წარმოადგენს სამზარეულოს წვრილი ტექნიკის, აქსესუარების, ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების წამყვან იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია 2003 წლიდან ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას და მომსახურებას უწევს 500-ზე მეტ წამყვან საცალო ქსელს საქართველოში.   

სამუშაოს განაკვეთი - სრული

პოზიციის ტიპი - ხელმძღვანელი პოზიცია 

ანაზღაურება - შეთანხმებით;

      

         მოვალეობები და ვალდებულებები:

  • კომპანიის ყოველთვიური და კვარტალური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა კომპანიის სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად;

  • ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება;

  • კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა;

  • დაგეგმილი ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;

  • დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი;

  • ბუღალტრული განყოფილების/ბუღალტრის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგი და ანალიტიკა;

  • შემოსავლების სამსახურის მიმართ დამკვეთის ბუღალტერის მიერ დეკლარაციების დროულად წარდგენის მონიტორინგი;

  • ახალი პროდუქტების და ბიზნეს მიმართულებების ფორმირების პროცესში ჩართულობა

  • მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით დამკვეთის მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენა.

  • კომპანიის მენეჯმენტისთვის ანალიტიკის და რეკომენდაციების მიწოდება.

         საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტერიის ცოდნა;

  • ბიუჯეტის ანალიზის და კონტროლის ცოდნა და გამოცდილება;

  • მენეჯერული უნარები და გამოცდილება;

  • განსხვავებულ სამუშაო სფეროსთან ადაპტაციის უნარი;

  • მუშაობის პროცესში სიზუსტე;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@ms-group.ge და  წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

+995 577 96 15 42

HR & Recruiting Company  |  © 2019

  • White Facebook Icon
  • White LinkedIn Icon
  • YouTube