top of page

ფინანსური მენეჯერი

 

  „კავკასფეკი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსურის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში .

 

 ძირითადი მოვალეობები: 

  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • კომპანიის საერთო სტრატეგიის განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობა;

  • ფასწარმოქნის სტრატეგიის და პოლიტიკის განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

  • ბიუჯეტირების სისტემების ფორმირება;

  • მენეჯერული აღრიცხვის რეპორტების ფორმირება, რეპორტების რეგულარული წარმოება;

  • გუნდის ფორმირება და მართვა;

  • კომპანიის მიმდინარე  ფინანსების და ხარჯების მართვა;

  • საფინანსო, საგადასახადო, აუდიტორული და საინვესტიციო კომპანიებთან ურთიერთობა;

  • ფინანსური რისკების პერმანენტული ანალიზი და კონტროლი;

  • პრევენციული ოპერაციების განხორციელება, ფინანსური რისკების შემცირებისთვის;

  • ფინანსური ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, რეკომენდაციების და ხედვების მომზადება;

  • კომპანიის ბიუჯეტირების პროცესის მართვა და ყოველდღიური მონიტორინგის უზრუნველყოფა - ფაქტიური ხარჯების, რეალიზაციების, მომგებიანობის და ა.შ. ჭრილში;

  • მიმდინარე პერიოდის ბიუჯეტირებული და ფაქტიური სურათის მიხედვით არსებული შემოსავლების, ხარჯების და მომგებიანობის ანალიტიკა.

  • ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი, მათ შორის მომგებიანობის მართვა ყველა პროდუქტის კატეგორიის მიხედვით.

  • სხვადასხვა ტიპის სპეციალური ანალიზისა და რეკომენდაციების  მომზადება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პროექტებში ჩართულობა და შესაბამისი დავლებების შესრულების უზრუნველყოფა.

 

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ფინანსების ან / და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

  • სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს ან მასთან გათანაბრებული ორგანიზაციის.

  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე.

  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა.

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა.

  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა

  • სასურველია 1C, ERP ან ბალანისის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV (რეზიუმე) მისამართზე hr@caucaspack.com 

 

bottom of page