რეზო ხარაბაძე - ჯობ გეარის დამფუძნებელი
რეზოს გამოცდილება მთლიანად ადამიანური რესურსების მართვას უკავშირდება. ის არის ბაკალავრი შრომის ეკონომიკასა და სოციოლოგიაში და მაგისტრი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ადამიანური რესურსების მართვის განხრით.
აქვს საერთაშორისო ინსტიტუტებში, შრომის ბაზრის კონსულტანტად და სხვადასხვა სექტორში, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელად 10 წელზე მეტი ხნით მუშაობის გამოცდილება.
რეზოს პორტფოლიო მოიცავს ისეთი პროექტების ხელმძღვანელობას, როგორიცაა ონლაინ შრომითი ხელშეკრულებების მართვის პროგრამის დანერგვა, პერსონალის შერჩევის ალტერნატიული არხების ფორმირება, საზაფხულო სკოლების მართვა, კომპეტენციის რუკების და მატრიცების ინსტუმენტების ფორმირება და დანერგვა შერჩევის, შეფასების და განვითარების სისტემებში; თანამდებობების პოზიციონირების შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, მატერიალური და არამატერიალური მოტივაციების სისტემების ფორმირება და ა.შ.
ის 2019 წლის ბოლოს აარსებს კომპანია ჯობ გეარს, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.