top of page

მოლარე - კონსულტანტი

"ლუკოილ-ჯორჯია"  2002 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოვებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას. გარდა საწვავისა, ლუკოილ-ჯორჯია  ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს. ლუკოილისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები.

ვაკანსია: მოლარე-კონსულტანტი;

სამუშაო გრაფიკი : ყოველ მეორე დღეს 12 საათიანი დღის ან ღამის ცვლა;

ანაზღაურება: 600-650 ლარი ხელზე ასაღები, ფიქსირებული ბონუსები;

დატვირთულობა: საშუალოზე დაბალი.

 

ფუნქცია -  მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მომსახურების/კონსულტაციის გაწევა, გაყიდვის წარმოება;

  • სამუშაო სივრცეში პროდუქციის „ბრენდმაჩვენებლის“ სტანდარტით  განთავსების უზრუნველყოფა/მოინტორინგი;

  • სივრცეში არსებული პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა/ მონიტორინგი/აღწერა;

  • არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;

  • ობიექტის ჰიგიენური ნორმების კონტროლი;

 

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;

  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;

  • „კლიენტორიენტირებულობა“

  • გუნდურობა;

  • განვითარებაზე ორენტირებულობა;

  • პუნქტუალურობა;

  • სისხარტე და ენერგიულობა;

 

დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით ნომერზე: 591999444, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/JsREMu78zbB5bZFv7, ან გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@lukoil.ge  და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.


 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

bottom of page