კატეგორიის მენეჯერი
ჯობ გეარი ჰიპერმარკეტების ქსელისთვის ეძებს კატეგორიის მენეჯერს, წვრილი საყოფაცხვორებო ტექნიკის მიმართულებით, თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
-
შესაბამისი კატეგორიის ბაზრის ანალიზი და მუდმივი მონიტორინგი;
-
მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და პერიოდული მონიტორინგი;
-
პროდუქციის შეფასება, ფასდადების შემუშავება და მენეჯმენტთან ინიცირება;
-
თანამშრომელთა სწავლება / ტრენირება ეფქტური გაყიდვების წარმოების მიზნით და პერიოდულად ამ ცოდნის შემოწმება;
-
თანამშრომელთა მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სამოტივაციო სქემების შემუშავება და ხელმძღვანელტან ინიცირება;
-
პრომო / ფასდაკლების აქციების პროექტების მომზადება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
-
პროდუქტის რეალიზაციის მთლიანი ციკლის შესწავლა და პროცესების დახვეწა;
-
პროდუქციის რეალიზაციის მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი სტატისტიკების და ანალიზის წარმოება და ანგარიშის სახით ხელმძღვანელბისთვის მიწოდება;
-
მონაცემთა ბაზების წარმოება, მომხმარებელთა ქცევის ანალიზი და ანალიზზე დაფუძნებული საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
-
მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების წარმოება, ლოიალურობის სისტემების დანერგვა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით);
-
სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი - შესყიდვების მიმართულებით;
-
კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
-
Excel - ის პროგრმის ცოდნა;
-
რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
-
საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე / CV ან linkedIn - ის URL ბმული შემდეგ მისამართზე: info@jobgear.ge