ადამიანური რესურსების მართვა (სრული კურსი)
ხანგრძლივობა - 45 სთ
შეხვედრების რაოდენობა - 15 დისტანციური შეხვედრა
კურსის ღირებულება - 920 ლარი
კურსის მიმოხილვა
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩამოყალიბდეს პროფესიონალად ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
ტრენინგს გაუძღვება კომპანია ჯობ გეარის დამფუძნებელი რევაზ ხარაბაძე.
კურსი შედგება 13 სესიისგან, რომელიც უზრუნველყოფილ იქნება 15 დისტანციურ შეხვედრაში. თითოეული შეხვედრა მოიცავს 3 სთ - ს და გაიმართება კვირაში ორი დღის ოდენობით.
კურსზე მოსახვედრად საჭიროა, რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ინდივიდუალური გასაუბრება კურსის ხელმღვანელთან (ონლაინ გასაუბრება).
სისიები
01
ადამიანური რესურსების მართვის არსი, ფუნქციები, მიზნები და ამოცანები - 2 სთ
ადამიანური რესურსის მართვის კურსის მნიშვნელობა, საგანი და ამოცანები;
ადამიანური რესურსის მართვის მიზანი, ობიექტები და სუბიექტები;
ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიები და თანამედროვე გამოწვევები;
ადამიანური რესურსების მართვის განვითარების ისტორიული მიმოხილვა;
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის როლები.
02
ორგანიზაცია, ორგანიზაციის სტრუქტურა და მისი ფორმირება - 2 სთ
ორგანიზაციის განვითარების ეტაპები;
ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე;
სამუშაო როლების შექმნა და პოზიციონირება ორგანზიაციის სტრუქტურაში;
საქმიანობების ანალიზი, აღწერა და სპეციფიკაცია.
03
შრ ომის ბაზრის არსი, ფუნქციები, შრომის ბაზრის მიკრო და მაკრო გაგება - 2 სთ
შრომის ბაზრის ძირითადი ცნებები და განმარტებები;
შრომის ბაზრის ფორმირება, მის ფორმირებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები;
შრომის ბაზარი საქართველოში;
შრომის ბაზრის სოციოლოგიური კვლევა და ანალიზი.
04
ორ განიზაციის ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა - 6 სთ
პერსონალის შერჩევის არსი და მისი ორგანიზების ეტაპები;
ადამიანური რესურსის მოზიდვის საჭიროების განსაზღვრა;
ადამიანური რესურსების მოზიდვის წყაროები;
ვაკანსიის გამოცხადების და აპლიკაციების გადარჩევის ეტაპი;
ტესტის სახეობები, ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრების ეტაპი;
კანდიდატების შეფასების და გადაწყვეტილების მიღების ეტაპი.
05
პე რსონალის ადმინისტრირება - 4 სთ
ადამიანური რესურსების მართვის პროცესის ადმინისტრირების არსი;
საკადრო საქმისწარმოება, პირადი ბარათების აღრიცხვის და აკუმულაციის სისტემები;
შიდა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების მეთოდოლოგია;
შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი გარე და შიდა ნორმატიული აქტები;
შრომის კოდექსი;
შრომითი ურთიერთობის საერთაშორისო სტანდარტები.
06
ად ამიანური რესურსების შეფასების სისტემები - 6 სთ
შეფასების არსი, მიზნები და ამოცანები;
შეფასების მეთოდები;
შეფასების თანამედროვე სისტემები;
ეფექტური უკუკავშირის წარმოება;
07
ად ამიანური რესურსების განვითარების სისტემა - 4 სთ
ადამიანური რესურსების განვითარების არსი, მიზნები და ამოცანები;
განვითარების საჭიროების ანალიზი;
ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიები;
სწავლების ეტაპების ორგანიზება;
კარიერის მართვა;
სწავლების შედეგების შეფასება
08
მო ტივაციის სისტემები - 6 სთ
პოზიციების შეფასება, თანამდებობების პოზიციონირება;
სახელფასო ბადის აგება;
ანაზღაურების თანამედროვეს სისტემები;
მატერიალური მოტივაციის სქემები;
არამატერიალური და სხვა მოტივაციის სქემები.
09
პე რსონალის კმაყოფილების მართვა - 4 სთ
კომპანიის როგორც საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდინგი;
თანამშრომლების ლოიალურობის მართვა;
პერსონალის არამატერიალკური წახალისება;
შრომითი კმაყოფილების კვლევის ორგანიზება
10
შრ ომითი ურთიერთობების მართვა - 2 სთ
შრომითი ურთიერთობების არსი, სახეობები;
შრომის ხელშეკრულებები, ფსიქოლოგიური კონტრაქტი;
სამუშაოთა აგება და შრომის ორგანიზაცია;
შიდაორგანიზაციული კულტურის ფორმირება;
კონფლიქტების მართვა;
11
პე რსონალის გათავისუფლება - 2 სთ
პერსონალის გათავისუფლების არსი, მიზეზები და ძირითადი სახეობები;
საბოლოო ინტერვიუს ორგანიზება, დენადობის კვლევა.
12
ად ამიანური რესურსების ანალიტიკა - 2 სთ
ადამიანური რესურსების ფორმირებაზე მოქმედი სტატისტიკური მაჩვენებლები;
დემოგრაფიული მონაცემების ანალიზი საქართველოს შრომის ბაზარზე;
ადამიანური რესურსების მართვის ეფექტურობის შეფასება სტატისტიკური მაჩვენებლებით.
13
ად ამიანური რესურსების ალტერნატიული მართვა- 3 სთ
სამუშაო ძალის მახასიათებელი ტიპიური, საკვანძო კომპეტენციები;
ადამიანური რესურსების კომპეტენციებით მართვის სისტემა;
კომპეტენციების რუკა.
