პირადი ასისტენტის ვაკანსია თბილისში
ჯობ გეარი აცხადებს ვაკანსია პირადი ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 19:00)
ხელფასი: 3000 - 3500 ლარი;
დამატებითი ბენეფიტი: მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
-
გენერალური დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
-
სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კომპანიის გენერალური დირექტორისათვის საორგანიზაციო, ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარება;
-
გენერალური დირექტორის მონაწილეობით შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში მათში მონაწილეობის მიღება, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
-
საჭიროების შემთხვევაში მარტივი დოკუმენტაციების თარგმნა;
-
გენერალური დირექტორის მინდობილობების მომზადება და ნოტარიუსთან ურთიერთობა;
-
გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესებში ჩართულობა;
-
საკონფერენციო დარბაზების, ოთახების, ტაქსის, კურიერის, ფრენების, სასტუმროების, რესტორნების და სხვ. - დაჯანვშნა, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
-
მმართველი რგოლის ხელშეწყობა ოფისის მოძიებასა და შიდა სივრცის მოწყობაში;
-
შეხვედრებისა და მივლინებებისთვის დოკუმენტების მომზადება;
-
მმართველი რგოლის მიმართვების შედგენა მათივე დავალებით და თანამშრომლებისთვის გადამისამართება;
-
მენეჯმენტის დავალებით სხვა ისეთი ფუნქციების შესრულება რაც შეიძლება შედიოდეს პირადი ასისტენტის მოვალეობაში;
აუცილებელი მოთხოვნები:
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
-
ინგლისური, რუსული და ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
-
გარკვეული პერიოდულობით საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შესაძლებლობა;
-
მოქმედი ვადიანი საზღვარგარეთის პასპორტი;
სასურველი მოთხოვნები:
-
პირადი ავტომობილის ყოლა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/FExKzmpAeK1JTpKU7 ან გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@jobgear.ge
სათაურის ველში მიუთითეთ "პირადი ასისტენტი".