მაღაზიის მენეჯერი ბათუმში
ჯობ გეარი ტექნიკის ჰიპერმარკეტების ქსელისთვის ეძებს მაღაზიის მენეჯერს ბათუმში.
სამუშაო გარემო:
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე;
სამუშაო დრო: 10:00 სთ - 20:00 სთ;
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
დრეს კოდი: სპეციალური სამოსის ტარების ვალდებულება;
ანაზრაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + ბონუსი 800 - დან 1500 ლარამდე შუალედში;
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
სავაჭრო ობიექტის მართვა, მაღალი ხარისხის, ეფექტური და გამართული მომსახურების უზრუნველყოფა;
კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრეტენზიების (ობიექტების მიხედვით) აკუმულირება,
ხელმძღვანელთან ანგარიშგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება-შეთავაზება;
ფასების/ფასმაჩვენებლის სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
მომხმარებელთა მოთხოვნილებების, საჭიროებების განსაზღვრა და პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების
სფეროში);
გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
რუსული ენის ცოდნა;
სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ან ლინკდინის URL ბმული მისამართზე: info@jobgear.ge