ადამიანური რესურსების მართვა (მოკლე კურსი)
ხანგრძლივობა - 16 სთ
შეხვედრების რაოდენობა - 8 დისტანციური შეხვედრა
კურსის ღირებულება - 380 ლარი
კურსის მიმოხილვა
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ესენი შეიძლება იყვნენ მცირე კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც თავად ითავსებენ HR - ის როლს კომპანიაში, ასევე HR - ში ახალფეხადგმული ადამიანები, სტუდენტები, რომლებსაც მეტი პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება ჭირდებათ, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ეს მიმართულება.
ტრენინგს გაუძღვება კომპანის ჯობ გეარის დამფუძნებელი რევაზ ხარაბაძე.
კურსი შედგება 9 სესიისგან, რომელიც უზრუნველყოფილ იქნება 8 დისტანციურ შეხვედრაში. შეხვედრა მოიცავს 2 სთ - ს და გაიმართება კვირაში 2 დღის ოდენობით.
კურსზე მოსახვედრად საჭიროა, რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ინდივიდუალური გასაუბრება კურსის ხელმღვანელთან (ონლაინ გასაუბრება).
სისიები
01
ადამიანური რესურსების მართვის არსი, ფუნქციები, მიზნები და ამოცანები - 2 სთ
ადამიანური რესურსის მართვის კურსის მნიშვნელობა, საგანი და ამოცანები;
ადამიანური რესურსის მართვის მიზანი, ობიექტები და სუბიექტები;
ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიები და თანამედროვე გამოწვევები;
ადამიანური რესურსების მართვის განვითარების ისტორიული მიმოხილვა;
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის როლები.
02
ორგანიზაცია, ორგანიზაციის სტრუქტურა და მისი ფორმირება - 2 სთ
ორგანიზაციის განვითარების ეტაპები;
ორგანზიაციული სტრუქტურის ფორმირება მისი განვითარებოს სხვადასხვა ეტაპზე;
სამუშაო როლების შექმნა და პოზიციონირება ორგანზიაციის სტრუქტურაში;
საქმიანობების ანალიზი, აღწერა და სპეციფიკაცია.
03
ორგანიზაციის ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა - 4 სთ
პერსონალის შერჩევის არსი და მისი ორგანიზების ეტაპები;
ადამიანური რესურსის მოზიდვის საჭიროების განსაზღვრა;
ადამაინური რესურსების მოზიდვის წყაროები;
ვაკანსიის გამოცხადების და აპლიკაციების გადარჩევის ეტაპი;
ტესტის სახეობები, ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრების ეტაპი;
კანდიდატების შეფასების და გადაწყვეტილების მიღების ეტაპი.
04
პერსონალის ადმინისტრირება - 2 სთ
ადამიანური რესურსების მართვის პროცესის ადმინისტრირების არსი;
საკადრო საქმისწარმოება, პირადი ბარათების აღრიცხვის და აკუმულაციის სისტემები;
შიდა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების მეთოდოლოგია;
შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი გარე და შიდა ნორმატიული აქტები;
შრომის კოდექსი;
შრომითი ურთიერთობის საერთაშორისო სტანდარტები.
05
ადამიანური რესურსების შეფასების და განვითარების სისტემები - 2 სთ
შეფასების არსი, მიზნები და ამოცანები;
შეფასების მეთოდები;
შეფასების თანამედროვე სისტემები;
ეფექტური უკუკავშირის წარმოება;
განვითარების საჭიროების ანალიზი;
ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიები;
სწავლების ეტაპების ორგანიზება.
06
მოტივაციის სისტემები - 1 სთ
პოზიციების შეფასება, თანამდებობების პოზიციონირება;
სახელფასო ბადის აგება;
ანაზღაურების თანამედროვეს სისტემები;
მატერიალური მოტივაციის სქემები;
არამატერიალური და სხვა მოტივაციის სქემები.
07
პერსონალის კმაყოფილების მართვა - 1 სთ
კომპანიის როგორც საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდინგი;
თანამშრომლების ლოიალურობის მართა;
პერსონალის არამატერიალკური წახალისება;
შრომითი კმაყოფილების კვლევის ორგანიზება
08
პერსონალის გათავისუფლება - 1 სთ
პერსონალის გათავისუფლების არსი, მიზეზები და ძირითადი სახეობები;
საბოლოო ინტერვიუს ორგანიზება, დენადობის კვლევა.
09
ადამიანური რესურსების ანალიტიკა - 1 სთ
ადამიანური რესურსების ფორმირებაზე მოქმედი სტატისტიკური მაჩვენებლები;
დემოგრაფიული მონაცემების ანალიზი საქართველოს შრომის ბაზარზე;
ადამიანური რესურსების მართვის ეფექტურობის შეფასება სტატისტიკური მაჩვენებლებით.