Search

მატყუარა კანდიდატები და მათთან ბრძოლის გზები


ვინც რეკრუტინგით ხართ დაკავებული შეამჩნევდით, რომ ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა ყალბი ინფორმაციის ოდენობამ კანდიდატების რეზიუმესა თუ პორტფოლიოში.


ჩემ პრაქტიკაში, საშუალოდ ყოველი მეათე კანდიდატი ცდილობს მოტყუებას.


ყალბ ინფორმაციაში ვგულისხმობ, როგორც აბსოლუტურად შეუსაბამო ინფორმაციას, ასევე გადამატებული დოზირებით მოწოდებულ ინფორმაციას.


ტყუილები, რომლებიც ყველაზე ხშირად მხვდება:


ყალბ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება - როდესაც კანდიდატი რეზიუმეში უთითებს კომპანიას, რომელიც უბრალოდ ბაზარზე არ არსებობს, ეს ფაქტი განსაკუთრებით ხშირია პირველადი შრომის ბაზრის (კანდიდატები რომლებიც პირველად გამოდიან შრომის ბაზარზე) წარმომადგენლებში, რომელთაც სურთ გაამდიდრონ თავიანთი CV.


არასწორად მითითებული თარიღები - კანდიდატები ამ ტიპის ინფორმაციის გაყალბებას მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიას საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მითითებული აქვსრამოდენიმე წლიანი გამოცდილება.. ისინი ცდილობენ მოერგნონ ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამიტომ ფიქრობენ, რომ არაფერი დაშავდება თუ 1.5 წლიან გამოცდილებას 2 წლამდე გაზრდიან..


პოზიციის არასწორი დასახელება - მოტივი აქაც იგივეა, რაც შეიძლება კანდიდატი მოერგოს შენს ვაკანსიას, ამიტომ ფიქრობს, რომ არაუშავს, თუ მაგალითად ვებ გვერდის ადმინისტრატორის ნაცვლად კონტენტ მენეჯერს დაწერს.


გადამეტებული პოზიციონირება შრომის ბაზარზე - ლინკდინზე მარტივი თვალის გადავლებითაც შეამჩნევთ, რომ ყველა რაღაცის ექსპერტი ან სფეროს პროფესიონალია..

გასაუბრების შედეგად კი მარტივად ადგენ, რომ მისი გამოცდილება რუტინულ და განმეორებად ამოცანებს არ სცილდება..


გამოსავალი კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებაშია.


ინფორმაციის გადამოწმება შესაძლოა დავყოთ შემდეგ სამ ეტაპად:


გასაუბრებამდე ეტაპი, გასაუბრებისას და გასაუბრების შემდგომ ეტაპი:


გასაურბებამდე ეტაპი - მას შემდეგ რაც რეკრუტერი გადაარჩევს CV- ებს, კანდიდატებთან დაკავშირებამდე მნიშვნელოვანეია კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს CV-ში მოწოდებულ ინფორმაციას და კრიტიკულად შეაფასოს თითოეული პუნქტი.


უცნობი ორგანიზაციები, ორგანიზაციისთვის შეუსაბამო პოზიციები, შეუსაბამო თარიღები, პოზიციებისა და ფუქნციების შეუსაბამობა, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მონაცემების გადამოწმებისას.


ინფორმაციის გადამოწმება გასაუბრებისას - გასაუბრება კარგი საშუალებაა, იმისთვის რომ რაც შეიძლება დეტალური ინფორმაცია ამოიღო კანდიდატისგან და ასევე ჯვარედინი კითხვებით შეამოწმო ამა თუ იმ ინფორმაციის სიზუსტე.


მატყუარა კანდიდატების უმრავლესობა სწორედ ამ ეტაპზე ვლინდება.


გასაუბრების შემდგომი ეტაპი - ეს ეტაპი მოიცავს, გადამოწმებას წარმოდგენილი დოკუმენტების, საქმიანი რეკომენდაციების, კანდიდატის და მისი გარემოცვის რეპუტაციას, ფინანსურ ვალდებულებებს, მის ან მისი გარემოცვის ურთიერთობას კომპანიასთან და ა.შ.


ისეთი საკითხები როგორიცაა, საქმიანი რეკომენდაციები და დოკუმენტაციის მართებულობა მოწმდება თავად კომისიის ან ადამიანური რესურსების დანაყოფის მიერ, ხოლო ისეთი საკითხები, როგორიცაა ადრინდელი საქმიანობა, წარსულში ჩადენილი გადაცდომები, მომავალში მისი მუშაობისას წინარე არაკანონიერი ქმედებების რისკების გამოვლენა და ა.შ. სპეციალური უსაფრთხოების ჯგუფის პრეროგატივაა.


#რეკრუტინგი #შერჩევა #რჩევებიდამსაქმებელს #ჯობგეარი #jobgear #მატყუარაკანდიდატები #ტყუილებიგასაუბრებისას

309 views0 comments