2000 წლიდან მოყოლებული აქტიურ რეჟმიმში ვაკვირდები შრომის ბაზარს, როგორც ჩემს ინტერესის სფეროს, ამავე დროს თავადვე ვყოფილვარ როგორც უმუშევარი, დასაქმებულიც და დამსაქმებელიც და სამივე მხრიდან აღმიქვია შრომის ბაზრის მახასიათებლები.
დღეს როგორც დამსაქმებელი, დასაქმებული და შუამავალი (რომელიც დამსაქმებლებს და სამუშაოს მაძიებლებს აკავშირებს ერთმანეთთან), ესე ვარ წარმოდგენილი შრომის ბაზარზე და ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს მისი გაანალიზება.
ბოლო დროს, დღე არ გავა, რომ რომელიმე ბიზნეს გადაცემამ ან ბიზნესის აქტიურმა წარმომადგენელმა წუხილი არ გამოთქვას შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
სწორედ ამან მომცა მოტივაცია, რომ ჩემი ანალიზიც შემეთავაზებინა დაინტერესებული ადამიანებისთვის.
დღევანდელ ბლოგში მხოლოდ საქართველოს შრომის ბაზარს შევეხები და არ განვიხილავ გლობალურ ბაზარზე მიმდინარე გამოწვევებს, ამას ჩემზე უკეთ ბევრი, სხვა, კომპეტენტური, დარგის სპეციალისტი აკეთებს, რომელთა მოსაზრებებსაც ვიზიარებ.
მაშ ასე რა ხდება საქართველოს შრომის ბაზარზე?
„უმუშევრობას“, როგორც ეკონომიკურ ტერმინს თუ განვმარტავთ ის გულისხმობს იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებსაც სურვილი აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, არიან აქტიური სამუშაოს მაძიებლები, თუმცა ამ ეტაპზე მაინც არ/ვერ არიან დასაქმებულები.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში უმუშევრობა 21% - ია, თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც ამ ციფრებს გვაწვდის არასწორი მეთოდოლოგიით ითვლის მონაცემებს. ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფში შეყავთ ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას უფრო მიეკუთვნება ვიდრე რეალურ უმუშევრებს.
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაბალი მაჩვენებელი - რეალური პრობლემა რომელიც დღეს შრომის ბაზარს ახასიათებს არა უმუშევრობაში, არამედ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის მაღალ ხვდერით წილშია. ოფიციალური მონაცემებითაც კი სადღაც 45% - იანი ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა გვყავს, სწორი მეთოდოლოგიით თუ დავითვლით ვფიქრობ მათი რიცხვი საშუალო 60%-მდე გაიზრდება.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან ბევრი დაკარგული შესაძლებლობა და კატასტროფაა ქვეყნისთვის, რომელიც სწრაფ გადასადგმელ ნაბიჯებს საჭიროებს, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ, მანამდე კი განვიხილოთ ის ფაქტორები, რომელიც ყველაზე მეტად აზარალებენ ქართულ შრომის ბაზარს.
დემოგრაფიული მაჩვენებლები:
შობადობა - 1994 - 2007 წლებში შობადობის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ მკვეთრად შემცირებულია. საშუალოდ წლიური ცოცხლად დაბადების მაჩვენებელი 56000 - დან 45 000 მდეა შემცირებული, ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ახლახანს მიაღწია/აღწევს შრომის ასაკს.
ნაკადი, რომელმაც ყოველწლიურად უნდა შეავსოს შრომის ბაზარი არასკამარისია.
მიგრაციის უარყოფითი სალდო - 2021 წელს მიგრაციის უარყოფითმა სალდომ -25000 - ს მიაღწია, რაც ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ეს რიცხვი ვფიქრობ კიდევ უფრო გაზრდილია 2022 წელს, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მხრიდან ჯერ არ არის მოწოდებული.
რა თქმა უნდა ქვეყნიდან გასულ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შრომისუნარიანი, აქტიური, მოსახლეობაა.
საერთაშორისო შრომის ბაზარი:
საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა საქართველოში - დღესდღეობით საერთაშორისო შრომის ბაზარი სამუშაო ძალის საგრძნობი დეფიციტით ხასიათდება, რამაც უბიძგა დიდი კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაო ძალის საძებნელად შესულიყვნენ განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, გამონმაკლისი არც საქართველოა.
წინა კვირაში დამიკავშრდა ერთ-ერთი საერთაშორისო პლატფორმის წარმომადგენელი, რომელმაც მითხრა რომ 1000 შესაბამისი კომპეტენციის IT დეველოპერს დაასაქმებას შეძლებს საქართველოდან, თუ ამის მიწოდება ექნება. ეს საერთაშრისო პლატფორმა ბევრად მეტ ანაზღაურებას სთავაზობს დასაქმებულს ვიდრე სხვა საშუალო ქართველი IT დამსაქმებელი.
ასევე საერთაშორისო პლატფორმების განვითარებამ გაზარდა შესაძლებლობა თვითდასაქმების, საუბარია ფრილანსერებზე, რომლებიც მხოლოდ დისტანციურ ერთჯერად სამუშაოებს თანხმდებიან.
ყოველივე ამან სერიოზული კონკურენცია გააჩინა ქართულ შრომის ბაზარზე. ქართველი დამსაქმებლები პირველად აღმოჩნდნენ რეალური კონკურენციის წინაშე, მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ ოდესმე ქვეყანაში „საკადრო“ დეფიციტი წარმოიქმნდებოდა. შესაბამისად მათი უმრავლესობა ამ მდგომარეობას მოუმზადებელი შეხვდა.
ადვილი შესაძლებლობა საზღვრებს გარეთ დასაქმების - ვიზა ლიბერალიზაციამ და ქვეყნებს შორის გაადვილებულმა მიმოსვლამ თავისი დაღი დაასვა შრომის ბაზარს, კვირა არ გავა, რომ ევროპის სხავდსხვა ქვეყნებიდან შემოთავაზება არ მივიღო, რომლებიც მთხოვენ მივაწოდო მუშა ხელი საქართველოდან, რომლებსაც კარგი პირობებით დაასაქმებენ (მეც ამაყი ვპასუხობ, რომ მეც შევძლებ გერმანელი / ავსტრიელი / ლიტველი/ ჩეხი და ა.შ. მუშახელის დასაქმებას საქრთველოში თუ მომაწოდებენ, რა მაამაყებს არ ვიცი 😊 ).
საქართველოს მთავრობა
რეალურად ყველაზე დიდი მტერი საქართველოს შრომის ბაზრის სწორედ საქართველოს მთავრობაა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია ამ დონემდე მიეყვანა.
სახელმწიფო, როგორც ყველაზე დიდი დამსაქმებელი - იცოდით, რომ ოფიციალური მონაცემებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 26% სახელმწიფო სტრუქტურებში არიან დასაქმებული?
და ამ რიცხვში არე შედის სიპებსა და აიპებში დასაქმებული კატეგორია, რეალურად სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება 35 % - მდე ადის.
შედარებისთვის იცით იაპონიაში რამდენია ? - 7,7 %;
შეერთებულ შტატებში ? - 13,3%;
ნიდერლანდებში? – 19,9%;
სამაგიეროდ რუსეთშია 40% 😊
მთავრობის ხელოვნური ჩარევები / გაზრდილი რეგულაციები - ბოლო ათწლეულში სახელმწიფო განსაკუთრებული ძალისხმევით ცდილობს ჩაერიოს შრომით ურთიერთობებში, რომელიც მისი საქმე საერთოდ არაა. ის ფიქრობს, რომ უკეთ დაიცავს დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებებს ვიდრე თავად ეს მხარეები.
შესაბამისად მოიმატა ჩანაწერებმა შრომის კოდექსში, რომელიც ორივე მხარეს (დასაქმებულს და დამსაქმებელს) არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.
შეიქმნა შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი და შესაბამისი მაკონტროლებელი შრომის ინსპექცია, რომელიც უფრო პოლიტიკური სადამსჯელო მექანიზმია (გვახსოვს მისი ჩართულობა პანდემიის დროს) ვიდრე რეალური პრევენციაზე მოფიქრე მაკონტროლებელი.
ახალმა რეგულაციებმა დიდი თავსატეხი გაუჩინა ბიზნესს, მათ მოუწიათ ფინანსური დანახარჯების გაწევა რეგულაციებზე მოსარგებად და შესაბამისად ვერ შეძლეს ამ პერიოდში შესაბამისი სახელფასო მატებების განხორციელება დასაქმებულებისთვის.
ეს იმის ფონზე როდესაც პანდემიამ და ბაზრის გახსნამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა სამუშაოს მაძიებლებისთვის, ქართველი დამსაქმებლები კონკურენციაში აღმოჩნდნდენ „მონსტრ“ საერთაშორისო დამსაქმებლებთან და ჯერჯერობით მშრალად აგებენ.
რეგულაციების გარდა მნიშვნელოვნად გაიზარდა კეთილმოსურნე მთავრობის ხელოვნური ჩარევები, დასაქმების გაზრდის მიზნით.
სამი ფაქტი რომ გავიხსენოთ:
1. გახსოვთ მთავრობის დასაქმების ხეშელწყობის პროგრამები?
ახალ შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის რომ დასაქმებულიყვნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. თვითონვე უწევდა ორგანიზებას და აგზავნიდა აქტიურ სამუშაო ძალას გერმანიაში, პოლონეთში და ა.შ.
მთავრობის ამ „კეთილ“ ჩარევას მოყვა შედეგად დარღვეული წონასწორობა შრომის ბაზარზე.
2. სულ ახალი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა 2022?
თითქმის ყოველდღე მიწევს ვეტერანთა (ე.წ. კიკვიძის) პარკში გასეირნება, თქვენც შეამჩნევდით მწვანე უნიფორმაში გამოწყობილ ზედმეტად ბევრ ადამიანს, რომელიც ან უსაქმურად აატარებენ დროს ან არასაჭირო საქმეებს აკეთებენ. მაგ. 4 ადამიანი უბარავს მიწას ერთ პატარა ნერგს ან 3 ადამიანი ცდილობს მოუშვას ერთი ონკანი რომ მოირწყას გაზონი და ა.შ.
უფრო მეტიც არის ფაქტები, რომ უმრავლოსება უბრალოდ არ დადის ე.წ. სამსახურში და უბრალოდ სახლში ყოფნაში იღებს ხელფასს.
3. სოციალური დაცვის პროგრამები?
საქართველოში 2012 წელს 174104 სოციალური პაკეტის მიმღები გვყავდა, იცით რამდენია 2021 წლის ბოლოს? 177897 ადამიანი.
ამათგან უმრავლესობა ეკონომიკურად აქტიური მოსახელობის კატეგორიაში ყავს შეყვანილი სტატისტიკის დეპარტამნეტს.
2022-ში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია უბრალოდ მონაცემი არ მაქვს.
კიდევ ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, სადღაც 2021 წლის ნოემბერში რუსთავში, ჩემთან მოვიდა ორი ადამიანი მუშის პოზიციაზე დასასაქმებლად, ანაზღაურება 840 ნეტი, ლარი იყო. ერთი სახელმწიფოდან შემწეობას იღებდა, მეორე არა.
მახსოვს როგორ მწარედ დასცინა შემწეობაზე „შემჯდარმა“ ადამიანმა მეორეს, მაგ ხელფასზე როგორ თახნმდებიო, რომელიც დღემდე პატიოსნად მუშაობს იმ კომპანიაში.
როგორც გავარკვიე ოჯახი ხელოვნურად ორად ქონდა გაყოფილი, ჯამურად 600 ლარს იღებდა შემწეობას და არ უღირდა 840 ლარზე მუშაობა.
მთავრობის „კეთილმოსურნე“ პოლიტიკით „მათხოვრობა“ ქვეყანაში პრივილეგირებული გახდა.
არაფორმალური სექტორი
კიდევ ერთი არასასურველი ფაქტორი შრომის ბაზრისთვის არაფორმალუი სექტორია, რომელიც მთავრობის გადადგმული ნაბიჯების (რეგულაციები, ჩარევები) შედეგად ძალიან გაიზარდა.
არაფორმალურ სექტორს არ აწუხებს არც საშემოსავლო გადასახადი, არც შრომის კოდექსი, არც შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი.
შესაბამისად მას შეუძლია მეტი შესთავაზოს მასთან არაფორმალურად დასაქმებულ თანამშორმელს.
მაგალითად:
დამლაგებლის ხელფასი ფორმალური სექტორში დასაქმებულისთვის საშუალოდ დღიური 30 ლარია, არაფორმალური სექტორის შემთხვევაში 50 ლარი.
დამხმარე მუშის ხელფასი, ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანისთვის საშუალო დღიური 70 ლარია, არაფორმალურ სექტორში დღიური გამომუშავება 100 ლარს ცდება.
ფორმალური სექტორი აქაც მშრალად აგებს.
სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯები:
რა უნდა გააკეთოს მთავრობამ?
მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი ჩარევა შრომის ეკონომიკაში, როგორც რეგულაციების ასევე კეთილი საქმეების კეთების შემთხვევაში;
უნდა შეჩერდეს ყველა მიმდინარე სახელმწიფო დასაქმების პროგრამა, რაც აქტიურ რეჟიმშია;
უნდა გადაიხედოს სოციალური დახმარების პროგრამები, მაქსიმალურად შეამცირონ დანახარჯები ამ კუთხით;
უნდა გამოათავისუფლოს თავის სტრუქტურებში დასაქმებული თანამშრომლები. 26%-დან დასაქმებულთა რაოდენობა უნდა დაიყვანოს 13%-მდე. კი ნახევარი უნდა გაუშვას სახლში.
გაანახევროს საშემოსავლო გადასახადი, 20%-დან დაიყვანოს 10% - მდე.
რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ?
უნდა შეწყვიტოს ხბოს აღტაცებით ყურება სახელმწიფოს ყველა ინიცაიტივის და რეგულაციის. თითოეული სახელწმიფო ჩარევა უდნა შეაფასოს მასქიმალურად კრიტიკულად და შეეშვას სახელმწიფო ჩარევის გაზრდის მოთხოვნით ერმთანეთთან ბრძოლას;
მოახდინოს ბიზნეს პროცესების გადაწყობა და სამუშაო ძალის ტექნოლოგიებით ჩანაცვლება, ისე რომ მომავალში ნაკლები სამუშაო ძალა გამოიყენოს.
Comentarios