Search

რისთვის და რატომ ვატარებთ წინასწარ სატელეფონო გასაუბრებას


ხშირად, როდესაც, ტესტირების შემდგომ ეტაპზე გადასული საკმაოდ ბევრი კანდიდატია, ან ტესტირებისთვის შესაბამისი რესურსი არ გააჩნია კომპანიას, მიმართავენ სატელეფონო წინასწარ გასაუბრებას.


წინასწარი სატეელეფონო გასაუბრებისას ხდება ინფორმაციის გაცვლა დამსაქმებელსა (HR სპეციალისტი) და სამუშაოს მაძიებელს შორის.


ამ ეტაპის მიზანია თავიდანვე გაირკვეს კანდიდატის შესაბამისობა სამუშაოს მოთხოვნებთან და აპლიკანტის მზაობა დასაქმების შემთხვევაში შეასრულოს მასზე დაკისრებული ესა თუ ის ფუნქცია.


ამ ეტაპზე კანდიდატი ღებულობს პირველ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და უყალიბდება მასზე წარმოდგენა, უსადაგებს მას თავის ინტერესებს და უჩნდება შესაბამისი განწყობა.


იმის გამო, რომ პირველი შთაბეჭდილება საკმაოდ მყარია, აუცილებელია, გამსაუბრებელმა მაღალპროფესიულად ჩაატაროს ეს გასაუბრება და მოახდინოს კარგი შთაბეჭდილება კანდიდატზე.


წინასწარი გასაუბრება საშუალებას გვაძლევს თავიდანვე მინიმუმამდე შემცირდეს არაკვალიფიციური, არადაინტერესებული და შემთხვევითი კანდიდატები. ასევე აუცილებელია კანდიდატისთვის მიწოდებულ იქნას სწორი და რეალური ინფორმაცია, რათა მათ არ ჩამოუყალიბდეთ არარეალური მოთხოვნები და მოლოდინები.


#გასაუბრება #წინასწარიგასაუბრება #წინასწარისატელეფონოგასაუბრება #სატელეფონოგასაუბრება #რჩევებიდამსაქმებლებს #HRBlog #hrბლოგი

31 views0 comments

+995 577 96 15 42

HR & Recruiting Company  |  © 2019

  • White Facebook Icon
  • White LinkedIn Icon
  • YouTube