პერსონალის შერჩევის მთლიან პროცესში გასაუბრებას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება;
გასაუბრება ეს არის მოლაპარაკების პროცესი, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობენ სამუშაო ძალის გამყიდველი (კანდიდატი) და მყიდველი (დამსაქმებელი), ერთი ცდილობს გაყიდოს, ხოლო მეორე კი ცდილობს იყიდოს სამუშაო ძალა. ერთის მიზანია რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს მისი სამუშაო ძალა, ხოლო მეორეს მიზანია რაც შეიძლება იაფად (ოპტიმალურ ფასში) შეიძინოს მისთვის შესაბამისი და საჭირო რესურსი.
გასაუბრებას წინ უსწრებს ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოს განხორციელება, რომელიც გულისხმობს კანდიდატის შესახებ შესაძლო მაქსიმალური ინფორმაციის მოძიებას.
რას გულისხმობს "შესაძლო მაქსიმალური ინფორმაცია" :
კანდიდატის შესახებ სტრუქტურიზებულ ბიოგრაფიას, მისი სამუშაო გამოცდილების, განათლების და კომპეტენციების შესახებ, რომელიც წარმოგვიდგება, CV - ს, რეზიუმეს, LinkedIn – ზე პროფაილის და ა.შ. სახით;
კანდიდატის IQ / EQ - ს, რომელსაც როგორც წესი კანდიდატის ტესტირებით ვაფასებთ;
ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობდა / როგორ სწავლობდა / როგორი ტიპაჟი იყო წინა სამსახურში, რომელსაც რეკომენდაციებით ვგებულობთ;
ინფორმაციას კანდიდატის ღირებულებების და დამოკიდებულებების შესახებ, რომელსაც ძირითადად კანდიდატის დაგუგლვით ან სოციალურ ქსელებში მისი შემოწმებით ვღებულობთ.
თუ ეს ყველა ინფორმაცია უკვე ხელთ გაქვთ ჩათვალეთ რომ მზად ხართ ეფექტური გასაუბრების ჩასატარებლად..
Comments