top of page
Search
Revaz Kharabadze

როგორ შევიმუშავოთ ვაკანსიის ტექსტი?


თუ თქვენ უკვე მოახდინეთ თქვენს კომპანიაში არსებული ფუნქციების აღწერა, გადანაწილება არსებულ თანამშრომელზე და აღმოაჩინეთ, რომ გჭირდებათ დამატებით პერსონალი, ვაკანსიის გამოცხადების ჯერი დგება.


ვაკანსიის გავრცელება ერთი შეხედვით მარტივი პროცესია, თუმცა გავრცელებამდე აუცილებელია დაფიქრება და რამოდენიმე საკითხის გათვალისწინება.


ვაკანსიის რეკლამირება ძალიან გავს პროდუქტის რეკლამირებას, მიზანი ორივე შემთხვევაში ერთია, გარკვეული ადამიანების ჯგუფის / სეგმენტის მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და დაინტერესება.


შესაბამისად, ვაკანსიის გავრცელებამდე, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ ვისთვის არის განკუთვნილი ვაკანსია და ისე შევიმუშაოთ ვაკანსიის ტექსტი.


მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა წყაროს ვიყენებთ ვაკანსიის განსათავსებლად.


რა თქმა უდნა სხვადასხვა ფორმატის ტექსტი იქნება ჯობ საიტზე გამოქვეყნებული და ტელევიზორში სარეკლამო რგოლად გაშვებული ინფორმაცია.


ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორებია: კომპანიის სფერო, შიდა კორპორატიული კულტურა, სარეკლამო სტრატეგია და კომპანიის იმიჯი ბაზარზე.


მაგ: ერთმანეთისგან ბევრად განსხვავებული ვაკანსიის ტექსტის ფორმატი ექნება უნივერსიტეტს და კრეატიულ სააგენტოს, უნივერსიტეტის ვაკანსიის ტექსტი ბევრად აკადემიური და დეტალიზირებული იქნება, ხოლო კრეატიული სააგენტო ეცდება სახალისოდ და კრეატიულად გადმოცეს სათქმელი.


დღეს სწორედ ვაკანსიის ტექსტის შემუშავებაზე გავამახვილებთ ყურადღებას.


სტანდარტული ვაკანსიის ტექსტის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:


შესავალი ტექსტი - გულისხმობს ვაკანსიის ძირითადი სათქმელის ერთ წინადადებაში მოქცევას, რომ მარტივად ყურადსაღები იყოს დაინტერესებული მხარისთვის. ის მოიცავს კომპანიის, თანამდებობის და ლოკაციის დასახელებას.


მაგ: კომპანია „იქსი“ აცხადებს ვაკანსიას „იგრეკ“ პოზიციაზე, ქალაქ „ზეტში";


ინფორმაცია კომპანიის შესახებ - ორ აბზაცში გადმოცემული ინფორმაცია, ე.წ. „ჩვენ შესახებ“, რომელიც ხაზს უსვამს კომპანიის, როგორც საუკეთესო დამსაქმებლის იმიჯს.


სამუშაო პირობები - მოიცავს ინფორმაციას ანაზღაურების, ბენეფიტების, სამუშაო დღეების, საათების და სხვ. საჭირო დეტალების შესახებ.


ხშირად კომპანიები ანაზღაურების მითითების გარეშე აცხადებენ ვაკანსიებს. ამის მიზეზი შესაძლოა შემდეგი გარემოებები იყოს:


1. კომპანიას განსაზღვურლი არ აქვს ბიუჯეტი, არ იცის რა გადაიხადოს და შერჩევის პარარელურად შრომის ბაზარსაც სწავლობს;


2. მითითებულმა ანაზღაურებამ შესაძლოა არ დააინტერესოს ისეთი პროფესიონალი, რომლის მოთხოვნილი ანაზღაურება მცირედით აღემატება მითითებულ რეინჯს და შესაძლოა კომპანის უღირდეს მისთვის დამატებითი ბიუჯეტის გამოყოფა;


3. არის შემთხვევები, როდესაც კომპანიას ისიც კი არ აქვს განსაზღვრული, თუ როგორი კალიბრის თანამშრომელს ეძებს. ესაუბრება როგორც მაღალბიუჯეტიან ასევე მცირე და საშუალო ბიუჯეტიან კანდიდატებს. რის შემდეგაც იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტიელბას.


ძირითადი მოვალეობები / პასუხისმგებლობები / უფლებამოსილებები - შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ვრცელი ნაწილია ვაკანსიის ტექსტში. შეძლებისდაგვარად დეტალურად არის გადმოცემული ყველა ის მოვალეობა, რომლის შესრულებაც მოუწევს და ასევე ის პასიხმგებლობები და უფლებამოსილებები, რაც დაეკისრება კანდიდატს თანამშრომლად შერჩევის შემდეგ.


ხშირად ხდება, რომ კომპანიები პირდაპირ სამუშაო აღწერილობიდან აკოპირებენ მოვალეობების / პასუხისმგებლობების და უფლებამოსილებების ნაწილს. ასევე ხშირად ხდება რომ შრომის ბაზრის სპეციალისტები აკრიტიკებენ მსგავს მიდგომას და ფიქრობენ რომ ვაკანსიის ტექსტი ბევრად ლაკონური უნდა იყოს და მხოლოდ ძირითად სათქმელს ამბობდეს.


მე ვფიქრობ რომ ორივე მიდგომა მართალია და დამოკიდებულია სიტუაციაზე და ზემოთ მოყვანილ ფაქტორებზე.


გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ვრცელი და დეტალურია სამუშაო აღწერილობა, მით უფრო ცოტა, მაგრამ შესაბამის განაცხადებს მიიღებთ.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მოიცავს მოთხოვნილი ფორმალური განათლების, გამოცდილების და კომპეტენციების ნაკრებს.


ფორმალური განთლება გულისხმობს - მინიმუმ რა განათლების დონე (ზოგადსაგანმანთლებლო, პროფესიული, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) მოეთხოვება კანდიდატს.


გამოცდილების ველი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ვარიაციებს:


  • გამოცდილება იმავე ან მსგავს პოზიციაზე;

  • მუშაობის მთლიანი სტაჟი;

  • გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;

  • კონკრეტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება და ა.შ.


კომპეტენცია აერთიანებს სამ ძირითად კომპონენტს:


1. ცოდნა - კონკრეტული ცოდნები, რომელიც უნდა გააჩნდეს კანდიდატს. მაგ: უცხო ენების ცოდნა, სპეციფიური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ა.შ.


2. უნარ-ჩვევა - სამუშაოს შესასრულელად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები. მაგ. დროის მართვის უნარი, დარწმუნების უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი და ა.შ.


3. დამოკიდებულებები - თვისებების ნაკრები, მაგ. ბეჯითი, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი, შრომისმოყვარე და ა.შ.


დამატებითი ინფორმაცია - მოიცავს ყველა იმ დეტალს, რომელიც უხსნის კანდიდატს, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რომ კონკურსში ჩაებას და განაცხადი დააფიქსიროს.


ჯობ გეარი თავის მომხმარებლებს, სხვა მომსახურებასთან ერთად, კვალიფიციური ვაკანსიის ტექსტის შემუშავებას და გავრცელებასაც თავაზობს.


დაინტერესებულმა კომპანიებმა მოგვმართეთ.


მომდევნო ბლოგში ვაკანსიის გავრცელების წყაროებზე მოგიყვებით, ზუსტად ერთი კვირის თავზე.


დაგველოდეთ.


1,133 views0 comments

Kommentare


bottom of page