top of page
Search

სამუშაო დრო - სანარდო vs დროითი შეთანხმებები


პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული სოციალურ სივრცეში არ წყდება დავა სამუშაო დროსთან დაკავშირებით.


კვირა არ გავა, რომ სამუშაო დროის შემცირებისა და გაზრდის მომხრეები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ, რა თქმა უნდა უმრავლესობა სამუშაო დროის შემცირებას უჭერს მხარს.


გამოჩნდენ კომპანიები, რომლებმაც სამუშაო დრო კვირაში 4 დღეზე დაწიეს და ამით “ბედნიერები” არიან და ასევე არსებობენ კომპანიები, რომელბმაც კიდე უფრო გაზარდეს სამუშაო დრო და ესე აღწევენ ეფექტურობას.


რაიმე სერიოზული მეცნიერული კვლევა ადამიანის მიერ შესრულებულ სამუშაო დროის ეფექტურობასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე არასერიოზული ორგანიზაციის არასერიოზულ დასკვნას, რომ სამუშაო დროის შემცირებამ გაზარდა თანამშრომლის პროდუქტიულობა და კომპანიებს სერიოზული მოგება მოუტანა.


უფრო მეტიც გამოჩნდნენ ქვეყნები რომლებიც საკანონმდებლო დონეზე განიხილავენ 4 დღიან სამუშაო კვირის რეგულაციას, რომელიც თავის მხრივ ისეთივე ბოროტებაა, როგოც ხუთდღიანი სამუშაო კვირის ან 40 სთ-იანი სამუშაო კვირის რეგულაცია. თუ რატომ არის სამუშაო დროის რეგულაცია ბოროტება ამას ქვემოთ ავხსნი.


რადგან ჯერ ვერ ვიპოვე აზრი (ხედვა), რომელიც ჩემსას ემთხვევა გადავწყვიტე, რომ მეც გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით.


ისტორიით დავიწყოთ..


შრომითი ურთიერთობების ისტორია მხოლოდ ორი ტიპის შეთანხმებას იცნობს ესენია სანარდო და დროითი ურთიერთობები.


სანარდო ურთიერთობის დროს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ხდება შემდეგი სახის შეთანხმება, რომ დასაქმებული კონკრეტულ დროში შეასრულებს კონკრეტულ საქმეს, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ.


დროითი ურთიერთობის შემთხვევაში შეთანხმება დგება შემდეგზე, რომ დასაქმებული დამსაქმებელს დაუთმობს მის სამუშაო ძალას კონკრეტული დროით, კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ.


ორივე ტიპის ურთიერთობა არსებობს და სხვადასხვა დროსა და გარემოში სხვადასხვა სიხშირით გამოიყენება (გამოიყენებოდა) თუმცა მე ვფიქრობ, რომ სანარდო ურთიერთობა ბევრად ეფექტურია რადგან კონკრეტული შედეგის დადებაზეა დაფუძნებული.

ჯერ კიდე ანტიკურ ეპოქაში ვხვდებით როგორც სანარდო ასევე დროით შრომით ურთიერთობებს. მაგალითად ძველ რომში ჯარისკაცებთან სანარდო ურთიერთობას იყენებდნენ და ბრძოლაში მიღებულ ნადავლს უნაწილებდნენ, ეგვიპტესა და საბერძნეთში კი მუშებისა და სკულპტორების შემთხვევაში, დროით სამუშაო ანაზრაურებას.


შრომით ურთიერთობები სერიოზულ ცვლილებას განიცდის ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, როცა ძირითადად ადამიანები მიწათმოქმედებიდან მიგრირდებიან ინდუსტრიაში. ერთი დამსაქმებელი ამყარებს შრომით ურთიერთობას ასეულობით დასაქმებულთან და მათთან სანარდო გარიგება ტექნიკურად წარმოუდგენელია, ამიტომ უპირატესად იყენებენ დროის შრომით ურთიერთობებს.


ამავე ეპოქაში ჩნდება პირველი რეგულაციები სამუშაო დროსთან დაკავშირებით.


პიონერი ვინც 8 სთ-იან სამუშაო დროზე საუბარი დაიწყო ბრიტანელი ინდუსტრიალისტი და სოციალური რეფორმერი რობერტ ოუენი იყო, მან თავის ტექსტილის საამქროში დანერგა 8 სთ-იანი სამუშაო დღე და მასვე მიაწერენ შემდეგი ცნობილი პრინციპის ჩამოყალიბებას:


“8 სთ - მუშაობა, 8 სთ - რეკრეაცია (დასვენება), 8 სთ - ძილი”.


ეს პრინციპი მომავალში მუშათა კლასის ძირითად მოთხოვნად ყალიბდება და მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე შემოდის პირველი რეგულაციები 8 სთ-იან სამუშაო დროსთან დაკავშირებით, რომელიც ახლო მომავალში 40 სთ-იან სამუშაო კვირაში კონვერტირდება და დღეს ამ სახით არის უმრავლესობა ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) შრომით კანონმდებლობაში.


რატომ არის სამუშაო დროის რეგულირება ბოროტება?


არგუმენტი 1. საქმე იმაშია, რომ ადამიანის სამუშაო დროითი ეფექტურობა ისევე უნიკალურია როგორც თავად ადამიანი, შეუძლებელია ორი ადამიანი ერთი და იმავე საქმიანობის ერთსა და იმავე დროში განხორციელებისას ერთნაირად დაიღალოს, მითუმეტეს, რომ სხვადასხვა ასაკის, სქესის, წონის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხასიათის და ა.შ. ადამიანებთან გვაქ საქმე.


არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც კვირაში 84 სთ მუშაობა აბსოლუტურად ნორმალურია, არსებობენ ადამიანები, რომლისთვისაც კვირაში 40 სთ მუშაობაა ნორმალური და არსებობენ ადამიანები, რომლისთვისაც 20 სთ კვირაშიც კი ეზედმეტებათ.


არგუმენტი 2. როგორი უნიკალურიც არის ადამიანი და მისი სამუშაო დროითი ეფექტურობა, ასევე უნიკალური არის სხვადასხვა პროფესია და სხვადასხვა კომპანიის სხვადასხვა პოზიცია.


არ შეიძლება ერთი და იგივე სამუშაო დროის ჩარჩოებში მოექცნენ მასწავლებელი, დარაჯი, მძღოლი, ქირურგი და ა.შ. მათი საქმიანობის შინაარსიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე.


არგუმენტი 3. ადამიანები, რომლებიც სამუშაო დროის რეგულირებას მხარს უჭერენ ძირითადად თავისი ვიწრო პრიზმიდან უყურებენ სურათს და არ ითვაკლისწინებენ შესაძლო რისკებს, რომელიც რეგულირებამ შეიძლება სხვა ადამიანების შემთხვევაში გამოიწვიოს.


ამის კარგი მაგალითია ქართული შრომის ბაზარი, როდესაც 40-სთ-ანმა კვირის რეგულირებამ გამოიწვია კიდევ უფრო გაუარესება ადამიანების სამუშაო დროის.


როგორ მოხდა ეს?


რადგან საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობას მცირე შემოსავალი აქვს, ისინი იძულებულები არიან ორ ან სამ კომპანიაში იმუშაონ (მეტი შემოსავლის მიღების მიზნით), შესაბამისად 8 სთ-იანი სამუშაო დღე უმეტესად ჩაანაცვლა 12 სთ-იანმა სამუშაო დღემ და დღეგამოშვებით მუშაობამ (თვეში ერთი და იგივე საათი გამოდის დაახლოებით). დასაქმებულებს კი ორ კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში უწევთ კვირაში 7 დღე 12 სთ-ით მუშაობა (კვირაში 84 სთ).


სამწუხაროდ ეს არ არის იშვიათი შემთხვვევა, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ პირადად რომელიც მსგავსი გრაფიკით მუშაობს.


სამუშაო დროის რეგულირებამ ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანა:

  1. მთავრობას - მათ კიდევ ერთი ბერკეტი მიიღეს ბიზნესის გაკონტროლებისთვის;

  2. პროფკავშირებს - მათ კიდე მეტი ბენეფიციარი ეყოლებათ “დასაცავი”;

  3. დამსაქმებელთა გაერთიანებებს (ასოციაციებს) - მათ კიდე უფრო მეტი სალაპარაკო გაუჩნდათ ბიზნესის სახელით.

იზარალა დამსაქმებელმა, მას მეტი ადმაიანის აყვანა და პროცესების გადალაგება მოუწია, თუმცა რადგან ბიზნესის უკან “ჭკვიანი თავები” დგას მათ მონახეს სხვადასხვა გზები ნაკლები ზარალის მისაღებად.


ყველაზე მეტად კი იზარალა დასაქმებულმა ის იძულებულია დათანხმდეს 84 სთიან სამუშაო კვირას ნორმალური შემოსავლის მისაღებად.


ასე რომ მთავრობის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები როდესაც ახალ რეგულაციას ანიცირებთ ან მხარს უჭერთ, დაფიქრდით, ბოროტებას სჩადით, 800 ლარის ხელფასი მქონდე ადამიანის ხარჯზე ცდილობთ კომფორტის შექმნას.


სხვა ადამიანები კი რომლებიც არ წარმოადგენთ მთავრობას, პროფკავშირებს, დამსაქმებელთა ასოციაციებს და მაინც მხარს უჭერთ შრომის სამუშაო დროში ახალ-ახალ რეგულაციებს ჩვეულებრივ გიყენებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს.


რა იქნებოდა იდეალური?

იდეალური იქნებოდა რომ შრომის კოდექსი, მისით გათვალისწინებული 40 სთ-იანი სამუშაო კვირა და სხვა სისულელე ნორმები არ არსებობდეს და როგორც ხელფასზე თანხმდება დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ისე შეთანხმდნენ სამუშაო დროზე და სხვა პირობებზეც.

რადგან ადამიანის სამუშაო ძალა მისი სრული საკუთრებაა, შესაბამისად ის უნდა იყოს აბსოლუტური პასუხისმგებელი მის განკარგვაზე და არ შეიძლება ეს პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე და თვითონ განსაზღვროს ვინ რამდენი იმუშაოს და ვინ არა.


რა იქნება მომავალში?

ინდუსტრიალიზაციის ეპოქამ გამოიწვია სანარდო ურთიერთობებიდან დროით ურთიერთობებზე მასიურად გადასვლა, დღესაც ეს სურათია, უმეტესი შრომითი ურთიერთობებისა დროით შეთანხმებაზეა დაფუძნებული.

პროცესების ავტომატიზაცია და გაციფრულება მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს შრომით ურთიერთობებში და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში დროითი შეთანხმებების მნიშვნელოვანი ნაწილი სანარდო შეთანხმებებად დაპორტირდება.


Რატომ ვფიქრობ ესე?

  1. კომპანიები აღარ იყენებენ ხელით ან/და მექანიზირებულ შრომას და სულ უფრო გადადიან ციფრულ მართვაზე, შესაბამისად ძირითად სამუშაოს ტექნოლოგია ახორციელებს, ადამიანები მხოლოდ სისტემების ფორმირებაში იქნებიან ჩართული;

  2. თანამედროვე ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები იძლევა იმის საშუალებას, რომ რაც არ უნდა დიდი პროცესის მენეჯმენტი ხორციელდებოდეს მისი მცირე თასკებად დაყოფა და შესაბამისი შემსრულებელი ადამიანების განსაზღვრა შესაძლებელია.



216 views0 comments

Comments


bottom of page