დღეს შრომის ბაზარი საქართველოში ხასიათდება, ერთი მხრივ, დეფიციტური სამუშაო ძალით და მეორე მხრივ, მასობრივი უმუშევრობით..
თითქოს ეს ოქსიმორონია, როგორ შეიძლება პარალერულ რეჟიმში იყოს, როგორც უმუშევრობა, ასევე დეფიციტური ვაკანტური ადგილები, რომლებსაც დამსაქმებლები ვერ აკომპლექტებენ.
შესაძლებელია !!!
ეს ეკონომისტებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი, თუმცა სავალალო სურათია და ამ სურათს ისინი სტაგნაციას უწოდებენ.
სტაგნაციური შრომის ბაზრის ძირითად პრობლემებზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევის მავნებლურ შედეგებზე ცალკე ბლოგში ვისაუბრებ. დღეს კი შევეხები სტაგნაციური შრომის ბაზრის ერთ-ერთ გამოვლინებას, რომელიც გულისხმობს შრომის ბაზრის სუბიექტების ორჭოფობას - ვინ უნდათ, რომ იყვნენ?
მაშ ასე, სანამ ჯერ კიდევ ფეხი არ შეგიდგამთ შრომის ბაზარზე, ან იქ ხართ და ვერ გაერკვიეთ, თუ რა გინდათ აკეთოთ, ჩათვალე, რომ შენთვის ვწერ და გირჩევ გულდასმით წაიკითხო.
შრომის ბაზარზე თქვენ გაქვთ სამი ალტერნატივა:
ალტერნატივა 1. – „არაფერი აკეთოთ“ - დაფიქრდით, იქნებ ეს განიჭებთ ბედნიერებას ? - თქვენ მშიერი არასდროს დარჩებით. ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დაგაპურებენ და არ შეგაციებენ.
სანაცვლოდ, ორ წლიანი მთქნარების, ტელევიზორის ყურების და Facebook - ზე სქროლვის შედეგად, თქვენ ხდებით ყველა სფეროს ე.წ. „ექსპერტი“. ყველაფერზე გაქვთ თქვენი აზრი და ყველა თემაზე შეგიძლიათ, პროფესიონალის გამომეტყველებით, ხუთწუთიანი "სფიჩის" მორტყმა..
ალტერნატივა 2. – „იყოთ დასაქმებული“ - რას უნდა ელოდოთ ამ ამპლუაში ? თქვენ საშუალოდ დღეში 8 სთ - ის / ან კვირაში 40 სთ - ის განმავლობაში, მოგიწევთ სხვის სასარგებლოდ მუშაობა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ.
ამას თავისი სხვა ბენეფიტებიც აქვს, გარდა ანაზღაურებისა, დამსაქმებელი გაძლევთ შესაძლებლობას, კომპანიის სახელით, გახვიდეთ ახალ კონტაქტებზე, ჩაერთოთ სხვადასხვა განვითარების პროგრამებში და განახორციელოთ პერსონალური ბრენდინგი, როგორც ბაზარზე საუკეთესო პროფესიონალის...
ალტერნატივა 3. – „იყოთ დამსაქმებელი, ან თვითდასაქმებული“ - სტუდენტებს ბიზნეს ადმინისტრირებიდან, რომლებსაც ხშირად ვხვდები და ვეკითხები, თუ რატომ უნდათ ბიზნესმენობა (კითხვა გამომდინარეობს მათივე პასუხებიდან, რომ ბიზნესმენობა უნდათ) - პასუხად ვიღებ, რომ არავისზე იქნებიან დამოკიდებულნი, რასაც უნდათ და როდესაც უნდათ იმას გააკეთებენ...
პასუხის პასუხი...
ცდებით მეგობრებო!!! - თქვენ ხდებით ბევრად უფრო „ბოროტ“ ტიპზე დამოკიდებული ვიდრე ეს „ბუა დამსაქმებელია“ და ეს ბოროტი ტიპი „ბაზარია“...
დღე-ღამის განმავლობაში, თქვენ მოგიწევთ 24 საათიანი გრაფიკით მუშაობა.. პარალელურ რეჟიმში, ფიზიკური და გონებრივი სამუშაოს შესრულება, წარსული შეცდომების გაანალიზება და მომავლის ხედვების ჩამოყალიბება..
ეს მოითხოვს თქვენ მთლიან კონცენტრაციას, სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობთ მეგობრებს, ოჯახს, საკუთარ სიამოვნებას.
მზად ხართ ამისთვის ?
მაშ ასე, თუ თქვენ ამ სამი ალტერნატივიდან ირჩევთ მესამეს „იყოთ დამსაქმებელი“ - მაშინ შეწყვიტეთ ამ ბლოგის კითხვა და ამავე გვერდზე დასერჩეთ - რუბრიკა „რჩევები დამსაქმებლებს“.
თუ თქვენ ამ სამი ალტერნატივიდან ირჩევთ მეორეს, - იყოთ „დასაქმებული“ - მაშინ გააგრძელეთ ამ რუბრიკის კითხვა და დაელოდეთ შემდეგ მიმოხილვას.
ხოლო, თუ თქვენ ამ სამი ალტერნატივიდან ირჩევთ პირველს, - „არაფერი აკეთოთ“ - მაშინ სიამოვნებით მოვისმენ შენს ექსპერტულ აზრს ამ ყველაფერთან დაკავშირებით...
留言