top of page
Search

#COVID19, როგორ უნდა მართო ბიზნესი კრიზისულ სიტუაციაში.


2019 წლის ბოლოს მოსფლიო შეძრა ახალი ვირუსის გავრცელებამ სახელით covid19. 2020 წლის 30 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, 11 მარტს კი პანმდემიად.


მომხდარმა მოვლენებმა საკმაოდ დიდი პანიკა გამოიწვია საზოგადოებაში, რამაც თავის უარყოფითი გავლენა მოახდინა ბიზნესებზე მსოფლიო მასშტაბით. კომპანიების უმრავლესობა კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდა.


ბიზნესის ნაწილი რომელთაც შემუშავებული აქვთ ბიზნეს უწყვეტობის გეგმა, შედარებით მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას და მკაცრად მიყვებიან იმ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელიც წინასწარ აქვს შემუშავებული. უმრავლესობა კომპანიების კი შოკურ მდგომარეობაში არიან და არ იციან რა მოიმოქმედონ.


საქართველოში არსებული კომპანიები გადავიდნენ მუშაობის განსხვავებულ ტემპზე. სათაო ოფისებში დასაქმებული ადამიანები დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას, თუმცა პრობლემად რჩება წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლები, რომლებიც იძულებულები არიან ყოველდღიური ურთიერთობა ქონდეთ მესამე პირებთან.


დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ იმ რეკომენდაციებს, რომლის განხორციელებაზე ფიქრი ბიზნესმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.


რეკომენდაცია 1. - შეიმუშავეთ პრევენციული ზომები თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად - ადამიანური კაპიტალი კომპანიისთვის ყველაზე ძვირადღირებული და მნიშნველოვანი რესურსია, შესაბამისად პირველ რიგში ყველა ზომა უნდა იქნას გატარებული, რომ თანამშრომლებმა მაქსიმალურად აირიდონ თავი დავირუსებისგან.


გთავაზობთ იმ პრევენციულ ქმედებს, რომლებიც უნდა განახორციელონ კომპანიებმა:


1. თანამშრომლები დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:


a. თანამშრომლები რომელთა გამოცხადება სამუშაო ადგილზე აუცილებელი არ არის და შესაძლოა დისტანციური არხებით იმუშაოს სახლიდან;


b. თანამშრომლები რომელთა ყოველდღიურად გამოცხადება აუცილებელი არ არის, მაგრამ პერიოდულად მაინც მოუწევთ ყოფნა სამუშაო ადგილზე;


c. თანამშრომლები რომელთა ყოფნა სამუშაო ადგილზე აუცილებელია.


2. ჩაუტარდეს თანამშრომლებს ინსტრუქტაჟი, თუ რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ ვირუსის თავიდან ასაცილებლად - ეს შესაძლებელია, როგორც ჯანდაცვის საერთაშორისო და ქართულის ორგანიზაციების შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობით, ასევე მოწვეული სპეციალისტის მიერ გაზიარებული რეკომენდაციებით.


3. B და C კატეგორიის თანამშრომლებისთვის უნდა იქნას შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციები რომელიც გულსხმობს სამუშაო სივრცის მოწესრიგებას ისე რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავი დავირუსებისგან. ეს შესაძლოა იყოს იმ ნივთების მაქსიმალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება, რომელთანაც თანამშრომლებს ხშირი კონტაქტი აქვთ: სამუშაო მაგიდა, კომპიუტერი, კალკულატორი, პრინტერი და ა.შ. ;


4. ხშირად მესმის კომპანიებიის წარმომადგენლებისგან წუწუნი იმის შესახებ, რომ სათაოს თანამშრომლები ვმუშაობთ სახლიდან და ასე თუ ისე დაზღვეულები ვართ, მაგრამ რა მოვუხერხოთ წინა ხაზს ? - წინა ხაზის თანამშრომლები ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა დავირუსებისთვის, რადგან მათ ისეთ ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა, რომლებსაც არც კი იცნობენ და ნაწილს პირველად ხედავენ. შესაბამისად მათ განსაკუთრებული პრევენციული ზომების მიღება მართებთ. კარგი იქნება თუ მაგალითს ავიღებთ ექიმებისგან, რომლებიც ყველა პაციენტის მიღების წინ და დამშვიდობების შემდეგ ხელებს იმუშავებენ სადეზინფექციო ხსნარებით. ასევე უკეთიათ პირბადე პაციენტთან ურთიერთობის დროს.


5. სასურველია რიგების აპარატთან ერთად დაიდგას სადეზინფექციო ხსნარები და ადგილზე გამოიკრას განცხადებები, რომ თანამშრომლები მხოლოდ იმ ადამიანებს მოემსახურებიან ვინც მათ თვალწინ სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშავებენ ხელებს და გაიკეთებენ პირბადეს. (დღევანდელ სიტუაციაში მომხმარებელი ამას გაგებით შეხვდება, უფრო მეტიც, მეტი სიმპატიით განიმსჭვალება კომპანიის მიმართ).


6. მკაცრად აღირიცხოს თანამშრომლების ადგილზე გამოცხადება, რადგან ვირუსის გავრცელების შემთხვევაში კომპანიას არ გაუჭირდეს იმ თანამშრომლების გამოვლენა ვინც კონკრეტულად იმ დროს სამუშაო ადგილზე, ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ.


რეკომენდაცია 2. - შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც მთლიანად თავის თავზე აიღებს კომპანიის კრიზისულ სიტუაციაში მართვას - ანტიკრიზისული საბჭოს შემადგენლობა აუცილებელი არ არის, რომ განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი დირექტორთა საბჭოსგან, უბრალოდ გასათვლისწინებელია ის ფაქტი, რომ მასში უნდა შედიოდეს ის ადამიანები რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა ექნება თანამშრომლებთან და საზოგადოებასთან.


ასევე კარგი იქნება თუ დამატებით საბჭოში მოიწვევენ ეპიდემიოლოგებს და ექსპერტებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.


რეკომენდაცია 3. - მოხდეს კრიზისების კლასიფიკაცია და არსებული მდგომარეობის იდენტიფიკაცია - როგორც წესი კრიზისების კლასიფიკაცია კომპანიებში მანამდე ხდება სანამ კრიზისული მდგომარეობა დადგება, კომპანია ანტიკრიზისულ გეგმას წინასწარ იმუშავებს და კრიზისის შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება დასახულ ამოცანებს..


თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე არც თუ ისე ბევრ კომპანიას აქვს ბიზნეს უწყვეტობის გეგმა შემუშავებული და ეხლა უწევს ამაზე ფიქრი.


განსაზღვრავენ კრიზისის სამ დონეს I, II, და III ხარიხის კრიზისებს. III ხარისხის კრიზისის დადგომის დროს კომპანიები უკვე გაკოტრების წინაშე დგანან და შესაბამის პროცედურებს მიმართავენ.


წინასწარ უნდა განისაზღვროს ის რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებს I, II და III დონის კრიზისს.


რაოდენობრივი მაჩვენებლები - კომპანიის შემოსავლები, ხარჯები, წმინდა მოგება, კლიენტების რაოდენობა, თანამშრომელთა მოძრაობა, დენადობის და სწრაფი ჩანაცვლების კოეფიციენტები. და. ა.შ.


თვისობრივი მაჩვენებლები - თანამშრომელთა შეხედულებები, მომხმარებლების ხმა, სიტუაციური ანალიზი და ა.შ.


რეოკმენდაცია 4. - განხორციელდეს სტრუქტურული ცვლილებები და მოერგოს არსებულ სიტუაციას - რეკომენდირებულია, რომ სტრუქტურები ჰორიზონტალური მართვის სისტემიდან გადაეწყოს ვერტიკალურ მართვის სისტემაზე. გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობა უნდა გადავიდეს მცირე რაოდენობის ადამიანების ხელში.


როგორც წესი, კრიზისული სიტუაციის დროს ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას, ამიტომ რეკომენდირებულია გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირების შემცირება და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის კონცეტრირება ამ მიმართულებით.


ასევე რეკომენდირებული სხვადასხვა საბჭოების და კომიტეტების მუშაობის დროებით შეჩერება.


რეკომენდაცია 5. - განხორციელდეს მიმდინარე პროცესების გადახედვა, მოხდეს პროცესების კლასიფიცირება და ანალიზი - კარგი იქნება პროცესები დაიყოს შემდეგ კატეგორიებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესები, რომლის გარეშეც კომპანია შეწყვეტს ფუქნციონირებას და სხვა მიმდინარე პროცესები, რომლის შეჩერებაც ზიანს არ მოუტანს ამ ეტაპზე კომპანიას.


ასევე მნიშვნელოვანია კომპანიამ გადახედოს გრძლევადიან გეგმებს და კონცეტრირებული გახდეს მოკლევადიანი გეგმების შესრულებაზე. რადგან კრიზისულ სიტუაციებში რთულია მომავლის ხედვის და მიზნების ჩამოყალიბება. არავინ იცის კრიზისის ჩავლის შემდეგ რა სიტუაციურ გარემოში აღმოჩნდებიან ბიზნესები.


რეკომენდაცია 6. - ხარჯების შესაძლო მინიმუმამდე დაყვანა - საოპერაციო, ადმინისტრაციული და პერსონალთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება - ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი რეკომენდაციაა კომპანიებისთვის, რომელსაც ფაქიზი მიდგომა და მენეჯმენტი ჭირდება, განსაკუთრებით პერსონალთან დაკავშირებულ ხარჯებს.


რეკოემენდირებულია მარკეტინგული ხარჯების შემცირება და სოციალურ პასუხისმგებლობის ხარჯების გაზრდა. საზოგადოებას მთლიანად კონცეტრირებულია კორონავირუსზე, შესაბამისად ყველა მარკეტინგული აქტივობა შეუმჩნეველი იქნება ამ სიტუაციაში. სამაგიეროდ რაზეც საზოგადოება დადებითად რეაგირებს ფორსმაჟორულ სიტუაციაში სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც კომპანიები ახორციელებენ.


არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე ისედაც შემცირდება წარმომადგენლობითი, მივლინებასთან და თანამშრომლების შეკრებასთან დაკავშირებული ხარჯები.


ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი პროცესია პერსონალთან დაკავშირებული, კერძოდ კი სახელფასო ხარჯების შემცირება. ამ დროს კომპანიის გახსნილობა, და გულწრფელ მიდგომას თანამშრომლებთან დიდი მნიშვნელობა აქვს.


რეკომენდაცია 7. - კომუნიკაციის არხების გაძლიერება - მნიშნველოვანია, რომ გაძლიერდეს კომუნიკაციის ეფექტურობა სამ ძირითად მხარესთან:


1. კომუნიკაცია თანამშრომლებთან - თანამშრომლებთან კომუნიკაცია ორი მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ერთი პროცესების მართვის მიმართულებით უნდა გაიზარდოს ინფორმაციის მოძრაობის სიხშირე და მეორე უნდა ხდებოდეს რეგულარული უკუკავშირი კომპანიის მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებით.


პროცესების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანია იერარქიის დონეების შესაძლო მინიმუმამდე დაყვანა:


გადაწყვეტილების მიღება ==> დავალების მომზადება და გადაცემა ==> დავალების შესრულება;


თანამშრომელთა მუდმივი უკუკავშირი კომპანიის მიმდინარე მდგომარების შესახებ აუცილებლად განსახორციელებელი სამუშაოა კრიზისის დროს. შენ თუ არ უთხარი თანამშრომლებს სიმართლე ისინი თავად შეთხზავენ ათას არასწორ ინფორმაციას და არაფორმალური გზებით გაავრცელებენ ერთმანეთშიც და კომპანიის გარეთ.


ამიტომ აუცილებელია, რომ კომპანიამ გამოყოს მნიშვნელოვანი და კომპეტენტური ადამიანის რესურსი რომელიც რეგულარულად მიაწოდებს თანამშრომლებს სწორ და უტყუარ ინფორმაციას. როგორც წესი ეს ადამიანი, ან კომპანიის გენერალური დირექტორი, ან HR დირექტორია.


2. კომუნიკაცია საზოგადოებასთან - საზოგადოებასთან კომუნიკაციის კარგი მაგალითია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამი წარმომადგენელი, გამყრელიძის, იმნაძის და ცერცვაძის სახით, რომლებიც ლამის გმირებად შერაცხა საზოგადოებამ, სინამდვილეში კი უბრალოდ თავის საქმეს კარგად აკეთებენ და წინასწარ შემუშავებულ კომუნიკაციის სტრატეგიას ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან.


პრინციპი აქაც იგივეა, მათ რომ არ ილაპარაკონ და რეგულარულად დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდონ საზოგადოებას, ხალხი თავად შეთხზავს ათას მითს, რომელთანაც გამკლავება შემდეგ შეუძლებელი გახდება.


3. კომუნიკაცია კლიენტებთან და მესამე პირებთან - გასაკუთრებული კომუნიკაცია მართებს კომპანიებს თავიანთ მომხმარებლებთან და სხვა პარტნიორ ორგანზიაციებთან. კომპანიამ უნდა შეიმუშაოს ერთი მესიჯ ბოქსი და თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი თუ რა ერთიანი ინფორმაცია უნდა იქნას მიწოდებული მესამე პირებისთვის.


რეკომენდაცია 8. - თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის მართა - განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობების მართვა.


პირველი რაც მნიშვნელოვანია უნდა შეიქმნას მუხტი „ჩვენ ამ კრიზისს ერთად გადავლახავთ“. ამისთვის საკმარისია თუნდაც მადლობის და მხარდაჭერისკენ მოწოდების წერილი კომპანიის მფლობელისგან. თანამშრომლები ამ დროს ყველაფერს აკეთებენ რომ ერთ მუშტად შეიკრან და დაეხმარონ ორგანიზაციას გადარჩენაში.


კრიზისების მართვის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა რაც კომპანიებს მოსდის არის ის რომ მხოლოდ იმ თანამშრომლებს ავალებენ გარკვეული ამოცანების შესრულებას, რომელთა დიდი ნდობაც აქვთ. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია მაგრამ დიდ დემოტივაციას იწვევს იმ თანამშრომლებში რომლებიც ასევე გულანთებული არიან და უბრალოდ ვერ მოასწრეს ნდობის მოპოვება. მნიშვნელოვანია რომ მენეჯმენტმა ყველა თანამშრომელი ჩართოს პრობლემის მოგვარებაში.


რეგულარულ კომუნიკაციაზე უკვე ზემოთ დავწერე და აქ აღარ გავიმეორებ.


კიდევ ერთი პროცესი, რომელიც სწორად უნდა იმართოს, ეს არის თანამშრომელთა კლასიფიკაცია შემდეგ კატეგორიებად:


  • თანამშრომლები, რომლის გადინებაც მნიშვნელოვანი დანაკარგია კომპანიისთვის;

  • თანამშრომლები, რომლის გადინებაც საშუალოდ რისკის შემცველია კომპანიისთვის;

  • თანამშრომლები, რომელთა გადინებაც პრობლემას არ მოუტანს კომპანიას.

კომპანიამ სამივე კატეგორიისთვის შესაბამისი მატერიალური და არამატერიალური სამოტივაციო სისტემები უნდა შეიმუშაოს.


და ბოლოს მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა საყოველთაო კრიზისს არა როგორც პრობლემას არამედ როგორც გამოწვევას ისე შეხედონ. ამის ბრწყინვალე მაგალითს იძლევა ჯობ გეარის ორი მეგობარი ორგანიზაცია:


ერთი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციაა Human & Institutional Capacity Development Center - HICDC (ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების ცენტრი) (ttps://www.facebook.com/humanandinstitutionalcapacitydevelopmentcenter/ ) რომელიც, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უსასყიდლო ექსკლუზიურ საკონსულტაციო მომსახურებას თავაზობს კომპანიებს, რომლებსაც უჭირთ კრიზისთან გამკლავება და საჭიროებენ მხარდაჭერას.


მეორე მცირე საწარმო ბალიშების სალონი ეტცეტერაა, (https://www.facebook.com/balishebissaloni/ ) რომლის ძირითადი პროფილი სხვადასხვა დანიშნულების ბალიშების კერვაა, თუმცა არსებულ კრიზისულ სიტუაციას უპასუხა იმით, რომ დაიწყო #ეტცეტერანიღბების წარმოება, რომელსაც საჩუქრად ურიგებს ყველა სტუმარს, ამით მან გამოიჩინა სოციალური პასუხისმგებლობა და ასევე გაზარდა ბალიშების გაყიდვები მის საწარმოში.


ჯობ გეარი ბიზნესის ყველა წარმომადგენელს სწორი ნაბიჯების გადადგმას და კრიზისის მალე დაძლევას უსურვებს...


901 views0 comments
bottom of page