top of page
Search

რისთვის უნდა იყო მზად, თუ თანაშრომელს ეძებ!

Updated: Dec 9, 2019


ცნება, რომ ამდენი უმუშევარია ქვეყანაში და მარტივად

იპოვი შესაბამის და საჭირო თანამშრომელს მითია...


მოდი შევხედოთ სტატისტიკას!!!


1994 წლიდან მოყოლებული 2002 წლამდე საქართველოში დაბადებულ ადამიანთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა. წელიწადში საშუალო რიცხოვნობა დაბადებულ ბავშვთა მიხედვით 60000-დან დავიდა 45000-მდე. ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ახლა ამ პერიოდში აღწევს შრომის ბაზრის ასაკს.


ასევე 1994 წლიდან იზრდება ემიგრანტების ნაკადი, 2012 წელს დაფიქსირდა უარყოფითი სალდოს ყველაზე დიდი მაჩვენებელი - 21521 კაცი. შემდეგ წლებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 2018 წელს ისევ დაფიქსირდა - 10783 კაცი. რა თქმა უნდა, გადინებული მოქალაქეების სრული უმრავლესობა შრომისუნარიანი ადამიანია.


სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, შრომის ბაზარი საქართველოში სულ უფრო დეფიციტური ხდება, ერთი მხრივ გვაქვს მასობრივი უმუშევრობა და ამის გამო ქვეყნიდან გადინებული მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი, მეორე მხრივ დეფიციტური სამუშაო ძალა, რაც საბოლოოდ სტაგნაციური შრომის ბაზრის მანიშნებელია...

სტაგნაციური შრომის ბაზარი, კი ერთ - ერთი ყველაზე რთული გარემოა დამსაქმებელებისთვის.


ის დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც დამსაქმებელი იყო განმსაზღვრელი და მოკარნახე მხარე შრომის ბაზარზე. დღეს უკვე გასაუბრებების პროცესმა დამსაქმებლების კაბინეტებიდან ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაინაცვლა და უკვე დამსაქმებლებს უწევთ იმის მტკიცება, თუ რა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ კანდიდატი მის კომპანიაში მოხვდეს.


ამ ცვლილებამ შრომის ბაზარზე დამსაქმებლებს საკმაო თავის ტკივილი გაუჩინა. მათ ურმავლესობას უჭირს ახალი როლის მორგება და ისევ ძველი მეთოდით ურთიერთობს კანდიდატებთან, რაც, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლობით სრულდება. ხოლო, მათ ვინც შეძლეს დამოკიდებულების შეცვლა და მოერგნენ შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებს წარმატებით ავითარებენ თავის კომპანიებს ახალი ტალანტების მოზიდვით და განვითარებით.


ყოველივე ამის საფუძველზე გთავაზობთ 5 რჩევას დამსაქმებლებს:


1. განსაზღვრეთ ის ღირებულებები, რომელიც თქვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია - შერჩეული თანამშრომლისთვის პროფესიული განვითარება შესაძლებელია, ხოლო ღირებულებების შეცვლა თითქმის წარმოუდგენელი, არაშესაბამისი ღირებულებების თანამშრომლის რესურსის მართვა ტანჯვა იქნება თქვენთვის;


2. ეძებეთ და აღმოაჩინეთ თქვენი ღირებულების მატარებელი ადამიანები ყველგან და ყველა სიტუაციაში - ქუჩა, თეატრი, მეგობრის დაბადების დღე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ყველგან შესაძლოა წააწყდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს, რომელიც არ უნდა გაუშვათ ხელიდან;


3. ყველგან და ყველა სიტუაციაში გაყიდეთ თქვენი კომპანიის, როგორც საუკეთესო დამსაქმებლის, იმიჯი - ამის ყველაზე კარგი გზაა გყავდეთ კმაყოფილი და ბედნიერი თანამშრომლები (თუ რას ნიშნავს კმაყოფილი და ბედნიერი თანამშრომელი ამას ცალკე ბლოგს დავუთმობ). ბედნიერი თანამშრომელი თავად არის ყველაზე კარგი რეკლამა თქვენი კომპანიისთვის;


4. კანდიდატთან ურთიერთობისას ეცადეთ აწარმოოთ მოლაპარაკება, როგორც მოლაპარაკება ორ თანაბარ სუბიექტს შორის, ვიდრე ჩაატაროთ კლასიკური ე.წ. გასაუბრება - მილენიალენების შემდგომი თაობისთვის (მილინიალენებზეც და შემდგომ თაობებზეც ცალკე ბლოგში ვისაუბრებთ) დამოკიდებულების შექმნა, რომ მე რადგან დამსაქმებელი ვარ ამიტომ შენზე მაღლა ვდგავარ, თითქმის შეუძლებელია.


5. მოლაპარაკების პროცესში არა მხოლოდ იყიდეთ სამუშაო ძალა, არამედ გაყიდეთ თქვენი კომპანიის იმიჯიც - ადამიანური რესურსი, არ არის ნივთი, რომელსაც იყიდით და როგორც გინდათ ისე მოექცევით. ეს უფრო სერვისის ყიდვას გავს, სადაც მნიშნველოვანია, რომ სერვისის მყიდველსაც და გამყიდველსაც მოსწონდეთ ერთმანეთი.


419 views0 comments
bottom of page